პეტერ ფიშერმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი მივიდა. დიპლომატმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
გერმანიის ელჩის მემორიალთან მისვლის დროს, ადგილზე მყოფი მოქალაქეების მხრიდან ისმოდა შეძახილები, „მადლობა, მადლობა“.
„ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს. ის, რაც აქ 1989 წლის 9 აპრილს მოხდა, ბერლინის კედლის დანგრევამდე ნახევარი წლით ადრე იყო. ეს აკავშირებს საქართველოსა და გერმანიას და ყველას მსოფლიოში. დღეს თუ მსოფლიოს შევხედავთ, დავინახავთ, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა მნიშვნელოვნად და სასიცოცხოდ აუცილებლად რჩება.
მე აქ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად მოვედი, ასევე, პატივისცემა რომ გამოვხატო დაღუპულების მიმართ“,- განაცხადა ფიშერმა.