საზოგადოება
    2026-04-09 | 08:54

    ხელოვანის პასუხისმგებლობა დღეს უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე: მან უნდა შეძლოს ხიდის აგება ერთის მხრივ მყარ ტრადიციებსა და ღირებულებებს, ხოლო მეორეს მხრივ სწრაფად ცვალებად სამყაროს შორის - სეიედ ალი მოჯანი

    ბოლო დღეებში ქართული ლიტერატურის უკვდავი შედევრის „ვეფხისტყაოსნის“ ახალმა თეატრალურმა ინტერპრეტაციამ რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე კიდევ ერთხელ მიაპყრო ქართული საზოგადოების ყურადღება კლასიკურ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ხელოვნებას შორის ურთიერთობას, - წერს სოციალურ ქსელში ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი.

    „ჩემთვის, როგორც ამჟამად საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩისთვის, ამ კულტურული დისკუსიისთვის თვალის დევნება განსაკუთრებით საინტერესო და ღირებულია. რამდენიმე წლის წინ, სამი წლის განმავლობაში, გახლდით გერმანიაში ირანის კულტურის სახლის ხელმძღვანელი.

    ამ პერიოდში, ჩემი პროფესიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დიდი ყურადღება დავუთმე ევროპული საზოგადოების კულტურისა და ხელოვნების მრავალფეროვან მიმართულებებთან კავშირის დამყარებას. სხვადასხვა პერფორმანსისა და შემოქმედებითი პროგრამების საშუალებით ვცდილობდი შემექმნა დიალოგისა და კულტურული გაცვლის არხი აღმოსავლეთის ტრადიციულ ხელოვნებას — განსაკუთრებით ირანის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულს — და ევროპულ თანამედროვე და ავანგარდულ ხელოვნებას შორის.

    ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ ასეთ სფეროში შესვლა რთულია საქმეა და ორივე საზოგადოების ღრმა ცოდნას მოითხოვს. ხელოვნებას მხოლოდ მაშინ შეუძლია ტრადიციასა და სიახლეს შორის ხიდის აგება, როდესაც ხელოვანი პატივს სცემს ისტორიულ მემკვიდრეობას და ამავე დროს იცნობს ახალი თაობის ენასა და მგრძნობელობას.

    დღეს, როგორც არასდროს, ხელოვნების მთავარი მისია დიალოგის შექმნაა. ყოველი მხატვრული შესრულება — იქნება ეს თეატრი, მუსიკა, პოეზია თუ ვიზუალური და პლასტიკური ხელოვნება — არის მცდელობა, აღძრას ფიქრი და განსჯა მაყურებლის გონებაში.

    ჩვენი ხალხების კლასიკური ტექსტები და ისტორიული ნამუშევრები — სპარსული ლიტერატურის უმაღლესი ძეგლებიდან, როგორიცაა ფირდოუსის “შაჰნამე”, ნიზამი განჯელის პოემები და რუმის მოძღვრება, ასევე ქართველი გენიოსის შოთა რუსთაველის უკვდავი შედევრი — საგანძურებია, რომლებთანაც ყოველმა ახალმა თაობამ საკუთარი გზით უნდა იპოვოს კავშირი. აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ სპარსულად უკვე რამდენჯერმე ითარგმნა.

    ამასთანავე უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე საზოგადოებას — განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომელიც სწრაფი და ხმაურიანი მედიისა და სოციალური ქსელების სამყაროში ცხოვრობს — ხშირად ნაკლები დრო რჩება კლასიკურ მემკვიდრეობის წასაკითხად და მასზე დასაფიქრებლად.

    ამიტომაც ხელოვანის პასუხისმგებლობა დღეს უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე: მან უნდა შეძლოს ხიდის აგება ერთის მხრივ მყარ ტრადიციებსა და ღირებულებებს, ხოლო მეორეს მხრივ სწრაფად ცვალებად სამყაროს შორის.

    ცხადია, რომ თანამედროვე ხელოვნების ვერც ერთი ნამუშევარი, თუ იგი ამ ყოველივეს არ ითვალისწინებს, ვერ შექმნის დიალოგის სივრცეს და ვერ მიიქცევს საზოგადოების ყურადღებას.

    ხელოვანი არსებითად ის პიროვნებაა, რომელიც ცდილობს ხელოვნების ენით საზოგადოება ფიქრისკენ უბიძგოს.

    ამავე დროს ეროვნული ღირებულებები, უძველესი ტრადიციები და ისტორიული ნარატივები თითოეული ერისთვის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა. მათი ნებისმიერი ახალი წაკითხვა ან ინტერპრეტაცია მოითხოვს ღრმა ისტორიულ, ლიტერატურულ და კულტურულ კვლევას. მხოლოდ ასეთ საფუძველზე შეიძლება გავიგოთ, თუ რამდენად არის ჩვენი დღევანდელი წარმოდგენა ეროვნული მემკვიდრეობის შესახებ თითოეული ეპოქის ისტორიული პირობებისა და გარდაქმნების შედეგი.

    ჩვენი ძველი კულტურები — ირანში და საქართველოში — გვიჩვენებს, რომ ცივილიზაციების ნამდვილი ძალა სწორედ წარსულსა და აწმყოს შორის დიალოგის უნარშია. ამიტომაც, ყოველი დისკუსია დიდი ლიტერატურული და მხატვრული ნამუშევრების გარშემო საბოლოოდ ცოცხალი კულტურის ნიშანია. სწორედ ეს არის ის, რაც ჩემში ღრმა პატივისცემასა და აღფრთოვანებას იწვევს ქართული საზოგადოების კულტურული სიცოცხლისუნარიანობის მიმართ.

    ღრმა პატივისცემით ვარ განმსჭვალული საქართველოს მდიდარი კულტურისა და მისი უკვდავი მემკვიდრეობის მიმართ, და ამ კულტურულ დიალოგებს ქართული მხატვრული საზოგადოების დინამიკის ნიშნად მივიჩნევ. იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთი დისკუსიები შთაგონების წყარო გახდება ირანელი და ქართველი ხელოვანების უფრო ფართო კულტურული თანამშრომლობისთვის.

    ბოლო დღეებში ქართული ლიტერატურის უკვდავი შედევრის „ვეფხისტყაოსნის“ ახალმა თეატრალურმა ინტერპრეტაციამ რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე კიდევ ერთხელ მიაპყრო ქართული საზოგადოების ყურადღება კლასიკურ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ხელოვნებას შორის ურთიერთობას.

    ჩემთვის, როგორც ამჟამად საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩისთვის, ამ კულტურული დისკუსიისთვის თვალის დევნება განსაკუთრებით საინტერესო და ღირებულია. რამდენიმე წლის წინ, სამი წლის განმავლობაში, გახლდით გერმანიაში ირანის კულტურის სახლის ხელმძღვანელი.

    ამ პერიოდში, ჩემი პროფესიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დიდი ყურადღება დავუთმე ევროპული საზოგადოების კულტურისა და ხელოვნების მრავალფეროვან მიმართულებებთან კავშირის დამყარებას. სხვადასხვა პერფორმანსისა და შემოქმედებითი პროგრამების საშუალებით ვცდილობდი შემექმნა დიალოგისა და კულტურული გაცვლის არხი აღმოსავლეთის ტრადიციულ ხელოვნებას — განსაკუთრებით ირანის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულს — და ევროპულ თანამედროვე და ავანგარდულ ხელოვნებას შორის.

    ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ ასეთ სფეროში შესვლა რთულია საქმეა და ორივე საზოგადოების ღრმა ცოდნას მოითხოვს. ხელოვნებას მხოლოდ მაშინ შეუძლია ტრადიციასა და სიახლეს შორის ხიდის აგება, როდესაც ხელოვანი პატივს სცემს ისტორიულ მემკვიდრეობას და ამავე დროს იცნობს ახალი თაობის ენასა და მგრძნობელობას.

    დღეს, როგორც არასდროს, ხელოვნების მთავარი მისია დიალოგის შექმნაა. ყოველი მხატვრული შესრულება — იქნება ეს თეატრი, მუსიკა, პოეზია თუ ვიზუალური და პლასტიკური ხელოვნება — არის მცდელობა, აღძრას ფიქრი და განსჯა მაყურებლის გონებაში.

    ჩვენი ხალხების კლასიკური ტექსტები და ისტორიული ნამუშევრები — სპარსული ლიტერატურის უმაღლესი ძეგლებიდან, როგორიცაა ფირდოუსის “შაჰნამე”, ნიზამი განჯელის პოემები და რუმის მოძღვრება, ასევე ქართველი გენიოსის შოთა რუსთაველის უკვდავი შედევრი — საგანძურებია, რომლებთანაც ყოველმა ახალმა თაობამ საკუთარი გზით უნდა იპოვოს კავშირი. აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ სპარსულად უკვე რამდენჯერმე ითარგმნა.

    ამასთანავე უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე საზოგადოებას — განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომელიც სწრაფი და ხმაურიანი მედიისა და სოციალური ქსელების სამყაროში ცხოვრობს — ხშირად ნაკლები დრო რჩება კლასიკურ მემკვიდრეობის წასაკითხად და მასზე დასაფიქრებლად.

    ამიტომაც ხელოვანის პასუხისმგებლობა დღეს უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე: მან უნდა შეძლოს ხიდის აგება ერთის მხრივ მყარ ტრადიციებსა და ღირებულებებს, ხოლო მეორეს მხრივ სწრაფად ცვალებად სამყაროს შორის.

    ცხადია, რომ თანამედროვე ხელოვნების ვერც ერთი ნამუშევარი, თუ იგი ამ ყოველივეს არ ითვალისწინებს, ვერ შექმნის დიალოგის სივრცეს და ვერ მიიქცევს საზოგადოების ყურადღებას.

    ხელოვანი არსებითად ის პიროვნებაა, რომელიც ცდილობს ხელოვნების ენით საზოგადოება ფიქრისკენ უბიძგოს.

    ამავე დროს ეროვნული ღირებულებები, უძველესი ტრადიციები და ისტორიული ნარატივები თითოეული ერისთვის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა. მათი ნებისმიერი ახალი წაკითხვა ან ინტერპრეტაცია მოითხოვს ღრმა ისტორიულ, ლიტერატურულ და კულტურულ კვლევას. მხოლოდ ასეთ საფუძველზე შეიძლება გავიგოთ, თუ რამდენად არის ჩვენი დღევანდელი წარმოდგენა ეროვნული მემკვიდრეობის შესახებ თითოეული ეპოქის ისტორიული პირობებისა და გარდაქმნების შედეგი.

    ჩვენი ძველი კულტურები — ირანში და საქართველოში — გვიჩვენებს, რომ ცივილიზაციების ნამდვილი ძალა სწორედ წარსულსა და აწმყოს შორის დიალოგის უნარშია. ამიტომაც, ყოველი დისკუსია დიდი ლიტერატურული და მხატვრული ნამუშევრების გარშემო საბოლოოდ ცოცხალი კულტურის ნიშანია. სწორედ ეს არის ის, რაც ჩემში ღრმა პატივისცემასა და აღფრთოვანებას იწვევს ქართული საზოგადოების კულტურული სიცოცხლისუნარიანობის მიმართ.

    ღრმა პატივისცემით ვარ განმსჭვალული საქართველოს მდიდარი კულტურისა და მისი უკვდავი მემკვიდრეობის მიმართ, და ამ კულტურულ დიალოგებს ქართული მხატვრული საზოგადოების დინამიკის ნიშნად მივიჩნევ. იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთი დისკუსიები შთაგონების წყარო გახდება ირანელი და ქართველი ხელოვანების უფრო ფართო კულტურული თანამშრომლობისთვის“, - დაწერა სეიედ ალი მოჯანიმ.