სოცმედია
    2026-04-09 | 13:44

    ასეც ვიცოდი ნაცისტებს, ვითომ ქართველებს, “ვეფხისტყაოსანი” არ წაუკითხავთ! - რობერტ სტურუა

    ასეც ვიცოდი ნაცისტებს, ვითომ ქართველებს, “ვეფხისტყაოსანი” არ წაუკითხავთ! - რობერტ სტურუა

    რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს:

     „ასეც ვიცოდი ნაცისტებს, ვითომ ქართველებს, “ვეფხისტყაოსანი” არ წაუკითხავთ!

    გთხოვთ, ნუ ბაძავთ, ძმებ ნაცებს, ყველა დიდ ქართველ გენიოსებს, მიწაში რომ დებენ, ბოღმით ამომხმარნი!!! იმათაც გამორჩათ, ისევე როგორც ძალიან წესიერ ქალწულებს დაავიწყდათ, დიდი რუსთაველის სტრიქონი, (შესაძლოა ქართულს კარგად არ ფლობენ!)

    როცა ავთანდილი თინათინმა იხმო:

    “გ ა ძ ც ვ რ ი ლ ს ა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი!”

    აკაკიმ თქვა, რომ - 1000 ქართველში ოთხს ან ხუთს თუ ექნება გადაკითხული “ვეფხისტყაოსანიო”!

    დღეს როგორაა საქმე - სავსებით ნათელია! ძალიან აღელდნენ მარკიზ დე სადის მონაწილეები, და ძალზე წესიერი, უშვერ სიტყვათა ოსტატი ქალწულებმაგვარი პოლიტიკოსი ქალები( შემოსავალზე ფიქრობენ ალბათ!)! ვხსნი: “თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად”

    127. პირველი სტრიქონი: ნოდარ ნათაძეს კომენტარი:

    “გ ა ძ რ ც ვ ი ლ ს ა - შიშველ ტანზე!”

    გთხოვთ, სანამ წინასწარ დაწერილ მორეცენზიო აზრებს დაბეჭდავთ სპექტაკლზე, მაინც გადაიკითხოთ უდიდესი პოეტის უდიდესი პოემა!!!“

    ცნობისთვის, რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - "ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა გაიმართა. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - რობერტ სტურუა, სცენოგრაფია ანა ნინუასი და რობერტ სტურუასი, სცენის სივრცეზე ზრუნავდნენ - მერაბ მერაბიშვილი და ტიტე ჯალაღონია, აგრეთვე გამოყენებულია მირონ შველიძის ნამუშევრები. მუსიკალური გაფორმება სვიმონ ჯანგულაშვილის და რობერტ სტურუასი, ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე. რეჟისორის თანაშემწე - თეა მარგველაშვილი. მონაწილეობენ - ბუკა თოლორდავა, ირაკლი კერესელიძე, ბექა მეძმარიაშვილი, ქეთი სვანაძე, დავით უფლისაშვილი, ლევან ხურცია, ლაშა ჯუხარაშვილი და სხვები...

    სოციალურ ქსელში სპექტაკლიდან გავრცელებულ კადრებს კი განსაკუთრებული აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.