მსოფლიო
2026-04-10 | 06:07
ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გატარებასთან დაკავშირებით ირანის მოქმედება შეთანხმების პირობებს არ შეესაბამება - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, თუ როგორ მოქმედებს ირანი ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის გადაზიდვისას აშშ-სა და ირანს შორის დადებული შეთანხმების პირობებს არ შეესაბამება.
„ირანი ძალიან ცუდად -ზოგიერთის შეფასებით, არაკეთილსინდისიერადაც - ახდენს ნავთობის გატარებას ჰორმუზის სრუტეში. ეს არ არის ის შეთანხმება, რაც ჩვენ გვაქვს!“- წერს ტრამპი Truth Social-ში.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალ ტანკერებს გადასახადებს უწესებს.
„არსებობს ცნობები, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალ ტანკერებს საკომისიოს აკისრებს — უმჯობესია, ეს ასე არ იყოს და თუ ასეა, უმჯობესია, ახლავე შეწყვიტონ!“ - აცხადებს ტრამპი.
მსგავსი სტატიები
2026-04-08 | 17:21
ისრაელმა ბეირუთზე ახალი ავიადარტყმები განახორციელა