მსოფლიო
2026-04-10 | 15:33
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა- დონალდ ტრამპი
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
დონალდ ტრამპმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რომელიც 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადშია დაგეგმილი.
აშშ-ის პრეზიდენტი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, რომელიც პაკისტანში უკვე გაემგზავრა.
ვენსი გახდება ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი, რომელიც 1979 წლის შემდეგ ირანთან მოლაპარაკებებს გამართავს.
მსგავსი სტატიები