დღეს პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება
დღეს, 11 აპრილს, პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯი დი ვენსი უკვე გაემგზავრა ისლამაბადში, სადაც ამერიკისა და ირანის დელეგაციები შეხვდებიან ერთმანეთს.
ვენსს პაკისტანის სამხედრო ძალების მეთაური ასიმ მუნირი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ იშაკ დარი და აშშ-ის საელჩოში ისლამაბადში საქმეთა დროებითი რწმუნებული ნატალი ბეიკერი დახვდნენ.
ამ მოლაპარაკებებმა, შესაძლოა, საბოლოოდ განსაზღვროს, შენარჩუნდება თუ არა ორკვირიანი მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, თუ რეგიონი კვლავ განახლებულ კონფლიქტში ჩაეშვება.
CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეები პაკისტანის შუამავლობით მოლაპარაკებების დღის წესრიგზე შეთანხმებიდან, ხოლო შემდეგ შეხვედრას პირისპირ გააგრძელებენ.
ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის წარმომადგენლები.
ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დელეგაცია 71 ადამიანისგან შედგება, ხოლო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.