სოცმედია
    2026-04-11 | 13:31

    თეატრის მესვეურებო: როგორი ,,პატრიარქიც'' გყავთ თეატრალებს, ისეთივე მრევლი ხართ თქვენც - გურამ ქართველიშვილი

    თეატრის მესვეურებო: როგორი ,,პატრიარქიც'' გყავთ თეატრალებს, ისეთივე მრევლი ხართ თქვენც - გურამ ქართველიშვილი

    მწერალი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    „!!უკვე გამოიჩეკენ უფერული კვერცხებიდან ,,დიიიდი'' თეატრმცოდნეები და სტურუასგან სცენაზე გაბახებულ ვეფხისტყაოსნს თემურ ჩხეიძის მიერ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში დადგმულ ,,ჯაყოს ხიზნებს'' ადარებენ, მაგრამ იმაზე არ ამახვილებენ ყურადღებას, რომ თინათინის შოთასეული პერსონაჟი სხვა შინაარსისაა, ხოლო მიხეილ ჯავახისეული ,,მარგო'' სხვა. მთავარი აქცენტი ასეთების სტატიებში სკანდალურობაზეა გაკეთებული - თურმე, ქართველები ვართ ჩამორჩენილები და ვერ გავუგეთ ,,მაესტროს''.

    ჰეი, თქვენ, ყველაფრის ,,გამპრავებლებო'', აჯობებს იმაზე დაფიქრდეთ რომ ,,ვეფხისტყაოსნის'' და ,,ჯაყოს ხიზნების" გვერდიგვერდ დაყენება ინტელექტუალური სიბეცეა. ნაწარმოები, რომელმაც რვა საუკუნე ურთულეს ისტორიულ პროცესებში კვება თვითგადარჩენის უწყვეტ რეჟიმში მდგარი ქართველობა და მ. ჯავახიშვილის ეპოქალური რომანი ,,ჯაყოს ხიზნები'' ერთ სიბრტყეშია განსახილველი??? თუ ,,თინათინის'' მორალური სახე რამით ჰგავს ,,ჯაყოს'' ხასად ქცეულ ,,მარგოს'' სახეს? აღარაფერი რომ აღარ დატოვეთ ამ კულტურაში წმინდა და ხელშეუხებელი ზედაპირული აზროვნებით გამორჩეულმა დღევანდელმა თეატრალებმა, ეგ არ გედარდებათ, ოღონდაც "ვეფხისტყაოსნის" გაბახებულად დამდგმელი კულტურის სამინისტრო და თეატრის პატრიარქი ,,რობიკა'' გაათეთროთ!! არადა სათქმელი პირდაპირ უნდა გითხრათ დღევანდელი (შინაარსობრივად გაცვედანებულო) თეატრის მესვეურებო: როგორი ,,პატრიარქიც'' გყავთ თეატრალებს, ისეთივე მრევლი ხართ თქვენც, ხოლო ერთიანად რომ გადაგადნოთ კაცმა მეოთხედის მეოთხედ სანდრო ახმეტელს ან მიხეილ თუმანიშვილსაც ვერ მიიღებს“.