პოლიტიკა
    2026-04-11 | 14:29

    გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

    გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

    განათლების სამინისტროს ცნობით, მიქანაძე ნიუ იორკში, გაერო-ს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმზე (2026 ECOSOC Youth Forum) სიტყვით გამოვა.

    „ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე შეხვდება ევროპული სახელმწიფოების განათლებისა და მეცნიერების სფეროს ლიდერებსა და გაერო-ს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.

    მინისტრი პენსილვანიის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრს ეწვევა. ასევე, აშშ-ში მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს.

    გივი მიქანაძე ორმხრივ ფორმატში შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და განათლების სახელმწიფო დეპარტამენტში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

    მსგავსი სტატიები