კომენტარი
    2026-04-17 | 07:50

    სრულიად დაუცველები ვართ იმის გამო, რომ ივანიშვილმა იზოლაციის პოლიტიკა გაატარა - ხატია დეკანოიძე

    სრულიად დაუცველები ვართ იმის გამო, რომ ივანიშვილმა იზოლაციის პოლიტიკა გაატარა - ხატია დეკანოიძე

    ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განაცხადებას ესმაურება.

    „გვყავდა მეგობრები ევროკავშირში, აშშ-ში და ახლა ვართ სრულიად დაუცველები, ზუსტად იმიტომ, რომ ივანიშვილმა ეს პოლიტიკა გაატარა - იზოლაციის. ჩვენ არა  გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და ზოგადად უნდა გვესმოდეს, რომ ყველაზე დიდი დაუცველობა არის ის, რომ ჩვენ ვრჩებით მეგობრების გარეშე. საქართველო ერთდროს იყო რეგიონის ლიდერი ქვეყანა და ახლა ვართ ყველაზე ბოლო პოზიციებზე. ამიტომ, როცა ივანიშვილის "ოცნება" ასე ლანძღავს ჩვენს მეგობრებს და ამ დროს არავითარი პასუხი არ აქვს ასეთი განცხადებების მიმართ, ეს არის ის პოლიტიკა რასაც ივანიშვილი ახორციელებს საქართველოს და საქართველოს ხალხის წინააღმდეგ", - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

    მსგავსი სტატიები