მსოფლიო
    2026-04-17 | 06:30

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლო შედეგებზე

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლო შედეგებზე

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლო შედეგებზე.

    როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვა განაცხადა, საქართველოს ევროკავშირში შესვლა და ბრიუსელის ანტირუსულ სანქციებთან მიერთება ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას სერიოზულ ზიანს მიაყენებს და ასევე შეამცირებს სავაჭრო პრეფერენციებს რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებთან.

    მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება „დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით“ მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურიზმს და საფრთხეს შეუქმნის საქართველოში და რუსეთში მცხოვრებ ნათესავებს შორის კომუნიკაციას, რადგან შესაძლოა მათ ერთმანეთის თავისუფლად მონახულება გაუჭირდეთ.

    ზახაროვას განცხადებით, ამასთან ერთად, საქართველოს მოუწევს რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკულ ემბარგოში ჩართვაც.

    მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი მთავარი და საიმედო მომწოდებელია.