პოლიტიკა
    2026-04-17 | 16:22

    ხვალ, პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიხსნება

    ხვალ, პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიხსნება

    18 აპრილს, პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

    როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სხდომის ფარგლებში განიხილავენ ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშს.

    „სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი.

    სხდომის ფარგლებში განიხილავენ ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშს. საუბარი შეეხება განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. ასევე იმსჯელებენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 33-ე გენერალური ასამბლეის ორგანიზების საკითხებზე, რომელიც 2026 წლის 17–21 ივნისს ჰელსინკიში გაიმართება.

    ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კვიპროსის, ეგვიპტის, საბერძნეთის, უნგრეთის, იორდანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთისა და სერბეთის წარმომადგენლები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    მსგავსი სტატიები