სამართალი
    2026-04-20 | 08:11

    პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

    პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ი.გ. და 2000 წელს დაბადებული  წარსულში ნასამართლევი ნ.გ. დააკავეს.

    შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა რუსთავში, ბრალდებულების პირადი  და საცხოვრებელი სახლის  ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა  ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული  დიდ ოდენობით, 1 107 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ბიო.

    „პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორები და  პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.