საზოგადოება
    2026-04-20 | 16:10

    დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

    დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

    დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

    მათი თქმით, საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს ქვეყანაში. მშობლები ამბობენ, რომ  მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს გაათენებენ. 

    საპოლიციო ძალები დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს კანცელარიასთან ე.წ. პუფების და საწვიმრების მიტანის საშუალებას არ აძლევს. 

    ამასთან მშობლები ადგილზე ირაკლი კობახიძის მისვლას ითხოვენ: 

    სამარცხვინოა ამათი ქმედება, სამი პუფის შემოტანა გვინდა, რომ მშობლები ჩამოსხდნენ მაინც იმიტომ, რომ ჩვენ დილამდე აქ უნდა ვიყოთ და ისეთი დაცვა გამოდგა პუფების, ჩვენი მთავრობა ნეტა ბავშვების უფლებებს და სიცოცხლეს იცავდნენ ესე, როგორც სამ პუფს იცავენ ახლა. სამარცხვინოა. გამოგვეხმაუროს კობახიძე სად არის შემალული, მშიშარა ადამიანი" - ამბობს აქციის მონაწილე.

    პაციენტების მშობლები აცხადებენ, რომ ძვირადღირებული პრეპარატი, რომელიც მათი შვილების სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს, ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით ას ადამიანს სჭირდება, რომელთა უმრავლესობა არასრულწლოვანია.