პოლიტიკა
    2026-04-23 | 13:27

    „ქართულმა ოცნებამ“ ცინიკურად დაამახინჯა ევროკავშირის ელჩის კომენტარი - პარტია "თავისუფლების მოედანი"  

    „ქართულმა ოცნებამ“ ცინიკურად დაამახინჯა ევროკავშირის ელჩის კომენტარი - პარტია "თავისუფლების მოედანი"  

    პარტია "თავისუფლების მოედანი" საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთნ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „„ქართულმა ოცნებამ“ ცინიკურად დაამახინჯა ევროკავშირის ელჩის კომენტარი. ელჩის გზავნილი ნათელია: საქართველო არ უნდა დაბრუნდეს ბნელ დროში.

    ეს არ იყო მუქარა. ეს იყო შეხსენება იმის თაობაზე თუ რა დევს სასწორზე, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები დასუსტებულია, ძალადობა ნორმალიზდება და ქვეყანა იზოლირებულია დემოკრატიული სამყაროსგან.

    ევროკავშირი მუდმივად დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ხალხს და არა რომელიმე პარტიას.

    „ქართული ოცნების“ მცდელობები, წარმოაჩინოს ეს, როგორც მტრობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, არა მხოლოდ შეცდომაში შემყვანია, არამედ საშიშია. ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობის გადატანას საკუთარი ქმედებებისგან, რაც დემოკრატიული ნორმების რღვევას და საზოგადოების პოლარაზაციას უკავშირდება.

    თავისუფლების მოედანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ჩვენ ვგმობთ დამახინჯებისა და დაპირისპირების პოლიტიკას და ვადასტურებთ მარტივ ჭეშმარიტებას: დემოკრატიის დაცვა არის პარტნიორობა და არა ჩარევა.

    საქართველოს მომავალს ვერ გადაწყვეტს პროპაგანდა. მას გადაწყვეტს საქართველოს მოქალაქეების ნება იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში.“

    მსგავსი სტატიები