მსოფლიო
2026-04-23 | 13:58
ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტი დამტკიცა
ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტი დაამტკიცა.
ევროკავშირის საბჭომ წერილობითი პროცედურის გზით დაამტკიცა ცვლილებები ევროკავშირის 2021–2027 წლების გრძელვადიან ბიუჯეტში, რაც საშუალებას იძლევა, უკრაინას 2026–2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი გადაეცეს. ასევე მიღებულია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტიც.
ევროკავშირის გრძელვადიან ფინანსურ ჩარჩოში ცვლილებებმა მოხსნა უკანასკნელი იურიდიული დაბრკოლება, რომელიც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით კრედიტის გამოყოფას უშლიდა ხელს.
ევროკავშირის, სანქციების მეოცე პაკეტში არ შედის რუსული ტანკერებისთვის საზღვაო მომსახურების სრულად აკრძალვა.
მსგავსი სტატიები