დღის კალენდარი – 28 აპრილისთვის
წლის 119-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 247 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მოციქულთა 70-თაგანთა: არისტარქესი, პუდესი და ტროფიმესი (67); მესუკაველთა მოწამეთა, სუქიასი და 18-თა მოყვასთა მისთა: ლუკიანესი, პოლიევკტოსი, კოდრატესი, იქდიოქისა, სვიქირიონისა, მენასი, ფოკასი, სვირჯისა, დომენტისა, ანდრიანესი, ზოსიმესი, ბიკტორისა, თალელესი, იორდანესი, ანასტასიასი, თევდოტისა, იაკობისა და თევდოსისა (100-130); მოწამეთა ბასილისასი და ანასტასიასი (68); მოწამისა საბა გუთელისა (372).
წმიდა მოწამენი სუქია და მისი თექვსმეტი თანამოღვაწე ქართველი ალბანთა მთავრის წარჩინებული მოხელენი იყვნენ.
ერთხელ ისინი ალბანთა მთავრის ასულს სათენიკს გაჰყვნენ მხლებლებად სომხეთში. ისინი ქალაქ არტაშატში მივიდნენ, სომხეთის ძველ დედაქალაქში, სადაც ქრისტიანობის საქადაგებლად მისულიყო ბერძენი აღმსარებელი ქრისტესი ქრიზოსი. მისი ქადაგებით ეს ქართველი წარჩინებულებიც მოექცნენ ჭეშმარიტ რწმენაზე და მას მესოპოტამიაში გაყვნენ. იქ მდინარე ევფრატში ნათლობის მიღებისას, რომელიც მღვდელმსახურმა ქრიზოსმა აღასრულა მათზე, ღირს იქმნენ ეხილათ უფალი დიდებათა იესო ქრისტე.
თავიანთი ნათლობის ადგილას მოწამეებმა პატიოსანი ჯვარი აღმართეს და `ხარების ჯვარი” უწოდეს. მალე ყველანი ერთ უკაცრიელ ადგილზე განმარტოვდნენ და მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდნენ.
როდესაც წარმართული ალბანეთის ახალმა მთავარმა დათიანმა შეიტყო, რომ მისი ყოფილი წარჩინებული მოხელენი ქრისტიანები გამხდარან, მან მათთან თავისი დაახლოებული პირი – ბარნაბასი გაგზავნა და წარმართულ სარწმუნოებაზე მოქცევა უბრძანა. წმიდანებმა მტკიცედ უარყვეს მისი წინადადება და ღვთისადმი მსახურების ერთგულნი დარჩნენ, რისთვისაც ისინი შეიპყრეს და აწამეს.
წმიდა ნეშტი ამ მოწამეებისა დიდხანს დაუკრძალავად იყო ღია ცის ქვეშ და უხრწნელად შემორჩა IV საუკუნემდე, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე.
წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლმა, განმანათლებელმა სომხეთისა, მოწამეთა წამების ადგილას ეკლესია ააგო და მასთან მონასტერიც დააარსა. შემდეგში იმ ადგილას სამკურნალო წყალი აღმოცენდა.
70-თაგან წმიდა მოციქულებმა არისტარქო, პუდი და ტროფიმ მოწამებრივი აღსასრული მიიღეს რომში იმპერატორ ნერონის დროს, წმიდა პავლე მოციქულთან ერთად.
დაიბადნენ:
1758 – ჯეიმს მონრო, აშშ-ს მეხუთე პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1831 წელს.
1900 – ბრუნო აპიცი, გერმანელი მწერალი-ანტიფაშისტი. გარდაიცვალა 1979 წელს.
1924 – ქენეტ კაუნდა, ზამბიის პრეზიდენტი.
1949 – ალექსანდრე მინდაძე, რუსეთში მოღვაწე ქართველი კინოსცენარისტი.
გარდაიცვალნენ:
1813 – მიხაილ კუტუზოვი, რუსი მხედართმთავარი.
1945 – ბენიტო მუსოლინი, იტალიელი დიქტატორი.
მოვლენები:
1770 – ინგლისელი ზღვაოსანი კაპიტანი ჯეიმს კუკი და მისი ექსპედიციის წევრები ავსტრალიის ტერიტორიაზე გადასხდნენ.
1838 – ფრანგმა მხატვარმა დაგერმა გამოიგონა მარტივი ფოტოაპარატი, რომელსაც დაგეროტიპი ეწოდა.
1914 – სარაევოში მოკლეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე, ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი, რაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდა.
1920 – ბოლშევიკებმა ხელთ იგდეს ძალაუფლება აზერბაიჯანში.
1920 – შეიქმნა საქართველოს ცენტრალური სამეცნიერო არქივი.
1953 – დააპატიმრეს ვასილ სტალინი.
ღირსსახსოვარი დღეები:
დამეგობრებული ქალაქების საერთაშორისო დღე.
ავღანეთი – ისლამური ერის გამარჯვების დღე.