პოლიტიკა
    2026-04-30 | 07:22

    ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

    ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

    დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ვაზიანში გაიმართება.

    მსგავსი სტატიები