სამართალი
2026-05-01 | 11:51
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1984 წელს დაბადებული ს.ე. დააკავეს.
დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მკვლელობის ფაქტებზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ს.ე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
მსგავსი სტატიები
2026-07-21 | 13:14
ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს2026-07-21 | 13:09
უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს2026-07-20 | 18:17
გულბაათ რცხილაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა