სამართალი
    2026-05-04 | 08:25

    სამართალდამცველებმა ერთ კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს, დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე

    სამართალდამცველებმა ერთ კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს, დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

    შსს-ს ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი” ნივთმტკიცებად ამოიღო.

    ამასთან, უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისათვის საჭირო მასალები.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.