მაინც არ მოისვენეთ და ამომაღებინეთ ხმა - ორი ფაქტი მეუფე შიოზე - გოჩა მირცხულავა
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:
„მაინც არ მოისვენეთ და ამომაღებინეთ ხმა - ორი ფაქტი მეუფე შიოზე
ნამდვილად არ მსურდა და მართლაც ძალიან ზომიერად შევეცადე, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოსაყდრის მიმართ ჩემი პოზიციის დაფიქსირებას. არაერთხელ აღვნიშნე, რომ მისი პრორუსულობა, ალფეევის ვიზიტსაც რომ თავი დავანებოთ, მისი მსოფლმხედველობიდანაც თვლანათლივ ჩანს და ისიც კი ვთქვი, ის ბევრად უკეთესი კანდიდატია, ვიდრე პრორუსულ ფლანგზე მყოფი ზოგი ეპისკოპოსი.
ორიოდე დღის წინ დავსვი კითხვა - იქნებ, ვინმეს დაესახელებინა რაიმე კონკრეტული და გამორჩეული ღვაწლი მეუფისა და აქაც სიღმეებში შესვლის გარეშე ჩამოვთვალე მისი კონკურენტების ღვაწლი და მათ მიმათ საზოგადოების დამოკიდებულება.
მეუფისადმი სამწუხაროდ, ეს ღვაწლი წარმოაჩინეს და იმდენად „წონადად“, რომ შევცბი.
მეუფის გამორჩევა თურემ პატრიარქის ხილვის შედეგი ყოფილა. გაგახსენებთ, პატრიარქის ხილვა იყო აფხაზეთის დაბრუნება, სადაც თავად შევიდოდა პირველი. ბოლოჟამის პატრარქობის ხილვაზეც მოვყვე თუ გსმენიათ? სხვა ხილვებიც შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ ზედმეტად ბავშვური იქნება და მოდით არ დავიწყებ მათ განხილვას.
მაგრამ მეუფე შიოს მთავრმა ღვაწლმა მომცელა - აი რა წერია ამ ღვაწლში: და ბოლოს, საქართველოს ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტი შიოს აქვს დაწერილი უნიკალური წიგნი “ღირსი ალექსი სენაკელი” , რომელიც არის უნიკალური ისტოგრაფიული ნაშრომი 19 საუკუნის ბოლოს და 20 საუკუნის დასაწისის ისიქასტზე, დაყუდებულ ბერზე ღირს ალექსი სენაკელზე, სადაც ძალიან საინტერესოდ და დეტალურად არის აღწერილი ქარველი საეკლესიო პირების დევნა რუსების მიერ და ქართველების ღრმად ქრისტიანული რეაქციები. ასევე ამ წიგნში კარგად სჩანს მისი მისი ეროვნული პოზიცია და უდიდესი ერუდიცია და განათლება.
და ამას რომ აწერინებდით მეუფეო (ან მისი გარემოცვის წევრებო) ადამიანს, რომელისთვისაც უცნობია ამ „წიგნთან“ - რეალურად დისერტაციასთან, თქვენი ღვაწლი, ეს რატომ არ მოუყევით?
აკი, გაგაფრთხილეთ, ცოცხალი ვარ მეთქი და ამ თემას არ უნდა შეხებოდით. ის, რასაც ახლა დავწერ არ არის არაეთიკური, რადგან ეს ნაბიჯი თქვენგან გადაიდგა თქვენ გაქექეთ, ჩემგან სწორედ დუმილი იქნება არაერთიკური.
მეუფე შიოს დისერტაცია - წიგნი “ღირსი ალექსი სენაკელი” არის პლაგიატი და ის მოპარეს არა ვინმე, წლების წინ გარდაცვლილ ადამიანს, არამედ ცოცხალს. კაცს, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი შეალია თეკლათის დედათა მონასტერის და მასში მოღვაწე გამორჩეული სასულიერო პირების ცხოვრებასი კვლევასა და შესწავლას.
ამ ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილი, აწყობილია და რედაქტორებულია ჩემს მიერ. როდესაც ის სრულად გამზადდა, გადაეცა არა ერთ ეპისკოპოსს და თავად პატრიარქ ილია მეორეს. პატრიარქის ინიციატივით, ნაშრომი გამოქვეყნდა ერთერთ გამოცემაში (შეგნეულად არ ვასახელებ) და საჭიროების შემთხვევაში შემიძლია წარვადგინო ყველგან - საჯაროდ, სასამართლოდან დაწყებული, ნებისმიერი სხვა კომისიით დასრულებული.
შემდგომ ავტორმა (პ.ქურდოვანიძე) ის გადასცა მეუფე შიოს - სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მმართვლს, როგორც საჩუქარი თეკლათის დედათა მონასტრისთვის.
ამის შემდეგ ჩნდება მეუფე შიოს დისერტაცია, რომელიც რეალურად არის ბატონი პაატას ნაშრომი - საიდანაც ამოღებულია ალექსი შუშანიას ღვაწლი რუსეთის იმპერიისა და რუსი ეგზარქოსის წინააღმდეგ მისი ბრძოლის და დამატებულია ცალკეული ფაქტები. ვაცხადებ ღიად და არა პირველად, ლამის ათი წლის წინ დავწერე და ვთქვი ძალიან მწარედ, რომ მეუფე შიო არის ქურდი თუ უფრო ცივილურად გინდათ - მისი წიგნი არის პლაგიატი. თუ ვინმემ არ იცის რა არის პლაგიატი იქნებ განმარტება მოიძიოთ.
(ამ ყველაფრის შემდეგ, პირადად ჩემს წინააღმდეგ ვინ რას ეცადა, ამასზე ახლა არაფერს ვიტყვი. თუ ვინმეს რაიმე ეჭვი ეპარება მეუფე შიოს ინტერესში ჩემს გასაჩუმებლად, „მიმართეთ კრებსებს“.)
და ღმერთს როგორ არ ეცინება ახლა, როდესაც სხვისი ნაშრომის მიმტაცებელმა, საპატრიარქო ტახტისკენ მიმავალი გზა სწორედ განათლების საკითხით დაუკეტა იმაევე მეუფე ისაიას. დიდად არ მჯერა ვინმეს კეთილსინდისიერების, მაგრამ ეს ფაქტი თავად ეპისკოპოსების მნიშვნელოვანმა ნაწილმა იცის. ისევე როგორც იცის დაინტერესებულმა საზოგადოებამ. 2018 წლის მაისში ტელევიზიით - საჯაროდ ვთქვი, მეუფე შიოს შეეძლო ეჩივლა ჩემთვის ცილისწამების გამო - ბმულს ვდებ აქვე https://www.youtube.com/watch?v=5Kwr08k29I4
და ბარემ განათლებაზე - როგორ ისწავლა მეუფე შიომ ბათუმის სასულიერო სემინარიაში დაუსწრებლად, როდესაც სემიანარიაში დაუსწრებელი სწავლება არ იყო. ნუ დაგავიწყდებათ ის არის სემინარიის პირველი გამოშვება. და თუ რეალურად არ უსწავლია, მაშინ მეუფე დიმიტრის მიერ გაცემული დიპლომს რისი სუნი უდის?
კიდევ ერთხელ ვიმეორემ - მეუფე შიოს „წიგნი“ არის პლაგიატი. და თუ ვინმე შეეცდება რომ მე „გამომიჭიროს“, შექმენით დამოუკიდებელი კომისია, დაიდეთ ორივე ნაშრომი და გამოქვეყნეთ კეთილსიდისიერი დასკვნა.
ახლა მეორე ფაქტი - რაც მისი ღვაწლის ჩამონათვალში არ მოხდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მეუფე შიოს დამოკიდებულების განსასაზღვრავად მრევლის მიმართ. იმავე გადაცემაში, დაისვა საკითხი - სად იყო მეუფე შიო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და რატომ არ იყო სენაკში - მრევლთან, როდესაც იბომბებოდა ქალაქი და დაიღუპა არა ერთი ადამიანი.
ამ გადაცემაში ლაშა ჟვანიამ საზოგადოებას წარუდგინა „საპატრარქოს უწყებანი“ და განაცხადა, რომ ფოტოებზე ჩანს, მეუფე შიო პატრიარქთან ერთად იმყოფობოდა გორშიო. წინადი არგუმენტია ვერაფერს ვიტყვი, რომ არა შემდეგი გარემოება. გადაცემის შემდეგ მოვიძიე საპატრაიქო უწყებების ის ნომერი, რომელიც ცხვირწინ გვიფრიალა ლაშა ჟვანიამ და აღმოჩნდა, რომ ფოტოებზე, როგორც ის თავად ამას ამტკიცებდა მეუფე შიო არ არის. აქაც დავდებ ამ ტყუილის ბმულს https://www.facebook.com/share/p/1E7ZUZMR8Q/ . ასეთი დამოკიდებულება აქვს მეუფე შიოს მრევლის მიმართ. ეგრეც რომ ყოფილიყო, პატრიარქ გორში 2008 წლის 15 აგვისტოს ჩავიდა და საბრძოლო მოქმედებები რომელ რიცხვში მიმდინარეობდა, როდის იღუპებოდა იმავე სენაკში მოსახლეობა იმედია ეს ძნელი გასახსენებელი არ არის.
ასეა მის გარშემო ყველაფერი ტყუილშია მოქცეული, გარდა იმისა, რომ კარგად უკრავდა ჩელოზე.
და ბოლოს, იქნებ მეუფე შიომ ისიც განმარტოს რაც კრებსებში წერია - რა დავალებას აძლევდა ანდრია ჯაღმაიძეს ჩემთან დაკავშირებით?
ისე, კრებსებში მასზე სხვა მნიშვნელოვანი რამეც წერია და ყოჩაღ ქართულ საზოგადოებას, რომ მას არ დაესგავსა და არ ააფარა ეგ ფაქტი. მე არც მიკადრია და არც ვიკადრებ მის გასაჯაროებას. ასე რომ... ღვაწლი რა არის მეუფე შიოსი საქართველოს ეკლესიის მიმართ - პატრიარქის ხილვის, სხვისი შრომის მიტაცების და უმნიშვნელოვანესად კრიტიკულ მომენტში საკუთარ მრევლთან არ ყოფნის გარდა იქნებ ნათლად მოყვეთ.”