პოლიტიკა
    2026-05-05 | 09:26

    ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ეს თავად ევროპული ბიუროკრატიაა - ირაკლი კობახიძე

    ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ეს თავად ევროპული ბიუროკრატიაა - ირაკლი კობახიძე

    მივულოცავ სომხეთს, ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა გუშინ იყო EPC-ის, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ეს არის თავად ევროპული ბიუროკრატია.

    „როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, როდესაც თავს ესხმი ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება. რაც შეეხება EPC-ის ჩატარებას სომხეთში, ამაზე არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ, ერთადერთი მივულოცავ სომხეთს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი იყო გუშინ ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    მსგავსი სტატიები