უკრაინაში ომის დასრულება ძალიან ახლოსაა - დონალდ ტრამპი
უკრაინაში ომის დასრულება ძალიან ახლოსაა, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მივაღწევთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს ძალიან ახლოსაა. უკრაინაში ომის დასრულება. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ახლოსაა“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ის მიმდინარე წელს რუსეთში ჩავიდეს, ტრამპმა უპასუხა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭირო იქნება.
„შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა. მე რვა ომი მოვაგვარე. ეს ომი დასასრულს უახლოვდება. გჯერათ თუ არა, ის ახლოვდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტსა და პუტინს შორის, რომ რუსეთმა მთელი დონბასი უნდა მიიღოს, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა.
ამასთან, ნატო-ს შესახებ საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალიანსით იმედგაცრუებულია.
„ნატო-მ ჩემი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია – ნატო არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა. ჩვენ არ გვჭირდება ნატო, მაგრამ მაშინაც კი, როცა დაგვჭირდნენ, ისინი იქ უბრალოდ არ იყვნენ”, – განაცხადა ტრამპმა.