დონალდ ტრამპი ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.
ტრამპთან ერთად ჩინეთში გაემგზავრნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ასევე, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი და მილიარდერი და პლატფორმა „იქსის“ მფლობელი ილონ მასკი.
როგორც ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ყოფნისას სოციალურ ქსელში დაწერა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისადმი მისი პირველი თხოვნა ამერიკული ბიზნესებისთვის ჩინეთის „გახსნა“ იქნება.
„მე ვთხოვ პრეზიდენტ სი ძინპინს, გამორჩეულ ლიდერს, რომ „გახსნას“ ჩინეთი, რათა ამ ბრწყინვალე ადამიანებმა შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების სრულად გამოყენება და დაეხმარონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებაში. არასდროს მინახავს და არც მსმენია რაიმე იდეა, რომელიც უფრო სასარგებლო იქნებოდა ჩვენი წარმოუდგენელი ქვეყნებისთვის!“ – წერს ტრამპი.