მედიცინა
    2026-05-15 | 08:36

    მიხეილ სარჯველაძე დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

    მიხეილ სარჯველაძე დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

    ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. შეხვედრაზე არსებული სახელმწიფო პროგრამები, მომსახურებების ხელმისაწვდომობა და სამომავლო საჭიროებები განიხილეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

    საუბარი შეეხო გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემების ხელმისაწვდომობას, ინსულინის მარაგების უზრუნველყოფას, დიაბეტის მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მხარდაჭერის მექანიზმებს. აღინიშნა, რომ პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციები გაგრძელდება, რაც აუცილებელია პროცესის სწორად დაგეგმვისა და წარმართვისთვის. ხაზი გაესვა, რომ ბენეფიციარების მოსაზრებების გათვალისწინება მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს პროცესების ეფექტიანად განხორციელებისთვის.

    ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება აქტიურად აგრძელებს მუშაობას დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების განვითარების მიმართულებით.

    შეხვედრას მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე ესწრებოდნენ.