პოლიტიკა
    2026-05-18 | 08:11

    ოპოზიციას არ აქვს იდეური ერთობა, ერთადერთი საკითხი, რაზეც აქვთ იდეური ერთობა, საჯაროდ ვერ იტყვიან, რადგან ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარე დავალებების შესრულება - მამუკა მდინარაძე

    ოპოზიციას არ აქვს იდეური ერთობა, ერთადერთი საკითხი, რაზეც აქვთ იდეური ერთობა, საჯაროდ ვერ იტყვიან, რადგან ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარე დავალებების შესრულება - მამუკა მდინარაძე

    ოპოზიციას არ აქვს იდეური ერთობა, ერთადერთი საკითხი, რაზეც აქვთ იდეური ერთობა, საჯაროდ ვერ იტყვიან, რადგან ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარე დავალებების შესრულება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისივე თქმით, შესაბამისად, მათ შორის განხეთქილება რომ არ იყოს, ეს იქნებოდა გასაკვირი.

    „განხეთქილება რომ არ იყოს, ეს იქნებოდა გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ იდეური ერთობა. რა საკითხთან დაკავშირებითაც მათ აქვთ იდეური ერთობა, ერთადერთ საკითხთან დაკავშირებით აქვთ და იმას საჯაროდ ვერ იტყვიან, ვერ გაამხელენ, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარე დავალებების შესრულება.

    მსოფლიოში არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც ამას აღიარებს. ამიტომ ამ ერთადერთი იდეური ერთობის გარშემო ისინი ვერ შეიკრიბებიან, საჯაროდ ვერ განაცხადებენ. დანარჩენი, მათ რეალური იდეური ერთობა, ერთობა და იდეა, რომელიც გააერთიანებდათ და ამისი გამხელა შეეძლებოდათ, მათ არ აქვთ, ამიტომ დაპირისპირება არის ბუნებრივი მოვლენა და ამას ვერც ჩვენ, არც ჩვენ და ვერც ისინი აღუდგებიან წინ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

    მსგავსი სტატიები