საზოგადოება
    2026-05-20 | 05:24

    დღის კალენდარი - 20 მაისი

    დღის კალენდარი - 20 მაისი

    წლის 140-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 225 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    წარგზავნა აღდგომის დღესასწაულისა.

    ღირსთა ასურელთა მამათა – იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა: აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა (თათა მამებელისა), ისე წილკნელ ეპისკოპოსისა, იოსებ ალავერდელ ეპისკოპოსისა, ეზდრიოს (ისიდორე) სამთავნელისა, მიქაელ ულუმბელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ზირსელისა, შიო მღვიმელისა, ღირსისა ელია დიაკონისა (VI-VII); ხსენება გამოჩინებისა პატიოსნისა ჯვარისა იერუსალიმს (351); წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა ბაგრატ III-ისა, საქართველოს გამაერთიანებელისა (1014); მოწამისა აკაკი ასისთავისა (303).

    დაიბადნენ:

    1799 — ონორე ბალზაკი, ფრანგი მწერალი, გრანდიოზული ეპოპეის „ადამიანური კომედიის“ შემქმნელი. გარდაიცვალა 1850 წელს.

    1806 — ჯონ სტიუარტ მილი, ინგლისელი ფილოსოფოს-პოზიტივისტი. გარდაიცვალა 1873 წელს.

    1897 _ გრიგოლ (გუგული) ბუხნიკაშვილი, თეატრმცოდნე და თეატრალური მოღვაწე. გარდაიცვალა 1979 წელს.

    1901 — მაქს ეივე, ჰოლანდიელი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი. გარდაიცვალა 1981 წელს.

    1914 - ალიო ადამია, ქართველი მწერალი. გარდაიცვალა 1980 წელს.

    1915 — მოშე დაიანი, ისრაელის არმიის გენერალი, „ექვსდღიანი ომის“ (1967 წ. ) გმირი. გარდაიცვალა 1981 წელს.

    გარდაიცვალნენ:

    1506 - ქრისტეფორე კოლუმბი, იტალიელი მკვლევარი.

    1923 - კოტე აფხაზი და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის სხვა წევრები

    2007 -  გურამ შარაძე, ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი.

    მოვლენები:

    ძვ. წ. 424 — „ისტორიის მამა“ ჰეროდოტე, ძველი ბერძენი ისტორიკოსი. მისი „ისტორია“ სანდო წყაროს წარმოადგენს საქართველოს ძველი ისტორიისათვის.

    1506 — ქრისტეფორე კოლუმბი, დიდი მოგზაური, ახალი კონტინენტის — ამერიკის აღმომჩენი.

    მოვლენები:

    325 — რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ნიკეაში მოიწვია საეკლესიო კრება, სადაც დაგმეს არიოსის მწვალებლობა. ამ კრებაზე განისაზღვრა აღდგომის დღესასწაულის თარიღი: გაზაფხულის პირველი სავსე მთვარეობის მომდევნო პირველი კვირა.

    1874 — ლევი შტრაუსმა ბაზარზე გასაყიდად გამოუშვა თავისი ცნობილი ლურჯი ჯინსები, რომლის ღირებულებაც 13,5 დოლარი იყო.

    1875 — პარიზში 17 სახელმწიფომ ხელი მოაწერა კონვენციას მეტრული სისტემის შემოღების შესახებ.

    1900 — პარიზში დაიწყო II ოლიმპიური თამაშები.

    1927 — ამერიკელი მფრინავი ჩარლზ ლინდბერგი „სპირიტ ოფ სენტ ლუისის“ თვითმფრინავით დილის 7.40 საათზე გაფრინდა ნიუ-იორკიდან და 33 საათში ჩაფრინდა პარიზში. ეს პირველი შეუჩერებელი გაფრენა იყო ატლანტიკის ოკეანეზე.

    1927 — ბრიტანეთმა ცნო საუდის არაბეთის დამოუკიდებლობა.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    კამერუნი _ უნიტარული სახელმწიფოს შექმნის დღე

    კამბოჯა _ მსხვერპლთა დღე

    კუბა _ დამოუკიდებლობის დღე

    საუდის არაბეთი _ დამოუკიდებლობის დღე

    ინდონეზია _ ეროვნული გამოღვიძების დღე