პოლიტიკა
    2026-05-22 | 07:24

    შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს  პასუხობს: „არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია - ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას“

    შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს  პასუხობს: „არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია - ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას“

    მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    პაპუაშვილი პასუხობს საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოცემა „ბათუმელებისთვის“ მიცემული ინტერვიუდან, რომ „სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. ეს არ არის სახალისო“.

    ,,არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია - ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას.

    მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს" უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს.

    ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს“, - წერს პაპუაშვილი.