მსოფლიო
    2026-11-19 | 10:05

    ტრამპმა პუტინს მეგობარი უწოდა – აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

    ტრამპმა პუტინს მეგობარი უწოდა – აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მეგობარი უწოდა. ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრაზე შეხვდა.

    როგორც შეხვედრის დაწყებისას ტრამპმა განაცხადა, მას და პუტინს მრავალი წლის განმავლობაში კარგი ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ.

    „ვინ არის ეს? ის ჩემი მეგობარია“, – განაცხადა ტრამპმა პუტინის დანახვისას.

    რუსეთის პრეზიდენტთან მისალმების შემდეგ კი აღნიშნა: „მოუთმენლად ველით ჩვენს შეხვედრას“.

    „მრავალი წლის განმავლობაში შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და ვფიქრობ, ამ შეხვედრიდან ბევრი კარგი რამ შეიძლება გამოვიდეს, ან სულ მცირე, საფუძველი ჩაეყაროს მათ“, – განაცხადა ტრამპმა.

    შეხვედრაზე ტრამპს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ახლდნენ. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პრეზიდენტების შეხვედრას მოკლე ორმხრივი საუბარი უწოდა.

    დღის განმავლობაში ტრამპი და პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთად სამმხრივ შეხვედრაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

    ვლადიმერ პუტინს შეხვედრის დაწყებისას საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.