საზოგადოება
2026-05-26 | 08:34
გერმანია მხარს უჭერს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის - გერმანიის საელჩო
გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც საელჩო აღნიშნავს, გერმანია მხარს უჭერს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის.
„1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობით საქართველოს ისტორიის ახალი თავი დაიწყო, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის სურვილით გამოირჩეოდა. დღეს, ისევე როგორც მაშინ, გერმანია მხარს უჭერს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის. გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“ – ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
2026-05-25 | 12:56
სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია - ირაკლი კობახიძე2026-05-25 | 11:49
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ