საზოგადოება
    2026-10-15 | 10:18

    დღის კალენდარი - 15 ოქტომბერი

    დღის კალენდარი - 15 ოქტომბერი

    წლის 288-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 77 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    ხსენება დიდმოწამეთა არგვეთის მთავართა: დავით და კონსტანტინესი, მხეიძეთა (740). მღვდელმოწამე კვიპრიანესი და მოწამეთა: იუსტინასი და თეოქტისტესი (304);  ნეტარი ანდრიასი, ქრისტესთვის სალოსისა (936).

    დაიბადნენ:

    ჩვ. წ-მდე 70 წ. – ვირგილიუსი, რომაელი პოეტი, გარდაიცვალა ჩვ. წ-მდე 19 წელს.

    1608 – ევანგელისტა ტორიჩელი, იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი, გალილეო გალილეის მოწაფე. გარდაიცვალა 1647 წელს.

    1814 – მიხაილ ლერმონტოვი, რუსი პოეტი. გარდაიცვალა 1841 წელს.

    1827 –  მიხაი ზიჩი, უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი, `ვეფხისტყაოსნის” დამსურათებელი. გარდაიცვალა 1906 წელს.

    1829 –  ასაფ ჰალი, ამერიკელი ასტრონომი, 1877 წელს აღმოაჩინა მარსის ორი თანამგზავრი _ დეიმოსი და ფობოსი. გარდაიცვალა 1907 წელს.

    1844 –  ფრიდრიხ ნიცშე, გერმანელი ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1900 წელს.

    1859 –  კოსტა ხეთაგუროვი (ხეთაგათი), ოსი პოეტი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, გარდაიცვალა 1906 წელს.

    1897 –  ილია ილფი (ილია ფაინზილბერგი), საბჭოთა მწერალი. დახვრიტეს 1937 წელს.

    1903 – კონსტანტინე ლესელიძე, საბჭოთა მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, გარდაიცვალა 1944 წელს.

    1905 –  ჩარლზ პერსი სნოუ, ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1980 წელს.

    1920 _ მიხეილ შავიშვილი, ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი. გარდაიცვალა 1998 წელს.

    1923 –  იტალო კალვინო, იტალიელი მწერალი. გარდაიცვალა 1985 წელს.

    გარდაიცვალნენ:

    1817 – ტადეუშ კოსტიუშკო, პოლონეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, 1793 წლის პოლონეთის აჯანყების ბელადი, მონაწილეობდა ჩრდილოეთ ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ომში 1775-1783 წლებში.

    1833 –  მიხალ ოგინსკი, პოლონეთის ელჩი ინგლისსა და ჰოლანდიაში, კოსტიუშკოს შეთქმულების მონაწილე.

    1934 –  რაიმონ პუანკარე, ფრანგი პოლიტიკოსი.

    1972 - პოლიარპე კაკაბაძე, ქართველი დრამატურგი.

    მოვლენები:

    1582 წელი – გრიგორიანული კალენდარი მიიღეს იტალიამ, ესპანეთმა, პორტუგალიამ და საფრანგეთმა; 5 ოქტომბერი შეიცვალა 15 ოქტომბრით.

    1666 წელი – ინგლისის მეფე ჩარლზ II შემოიღო ახალი მოდა — მან პირველად ჩაიცვა ჟილეტი.

    1860 წელი – თერთმეტი წლის გრეის ბედელი წერს აბრაამ ლინკოლნს წერილს და ურჩევს მას წვერის მოშვებას. პრეზიდენტმა მისი რჩევა მიიღო.

    1880 წელი – 632 წლის შემდეგ დასრულდა კიოლნის ტაძრის მშენებლობა.

    1915 წელი – დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა ბულგარეთს.

    1962 წელი – ლონდონში შეიქმნა „საერთაშორისო ამნისტია“, რომლის ძირითადი მიზანია   საყოველთაო ბრძოლა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ.

    1963 წელი  – გერმანიის კანცლერად აირჩიეს  ლუდვიგ ერჰარდი.

    1964 წელი – მარტინ ლუთერ კინგს ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში.

    1970 წელი – მამა-შვილმა ბრაზინსკასებმა გაიტაცეს თვითმფრინავი ან-24 და მოითხოვეს თურქეთში გაფრენა.

    1990 წელი – მიხეილ გორბაჩოვს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

    1994 წელი – ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის დარგში გახდნენ პალესტინის ლიდერი იასირ არაფატი და ისრაელის ხელმძღვანელები შიმონ პერესი და იცხაკ რაბინი.

    1994 წელი – სამწლიანი დევნილობის შემდეგ ჰაიტიზე დაბრუნდა კანონიერი გზით არჩეული პრეზიდენტი არისტიდი.

    1997 წელი – ინგლისელმა პილოტმა ენდი გრინმა სიჩქარის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა (763,035 მილი/სთ) და პირველმა გადალახა ბგერის სიჩქარის ბარიერი ხმელეთზე.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    იამაიკა — გმირების დღე.