საზოგადოება
    2026-05-27 | 08:44

    კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსს“ ჯარიმა დააკისრა

    კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსს“ ჯარიმა დააკისრა

    საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსს“ ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო ჯარიმა დააკისრა.

    კერძოდ, შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსს“ დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.

    „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 10 ნოემბრის N04/1320 ბრძანების საფუძველზე, მიმდინარეობს საქმის მოკვლევა შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 (3) მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევის შესახებ.

    საქმის მოკვლევის ფარგლებში, სააგენტომ გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოპასუხე ეკონომიკური აგენტისგან, რაც, წერილის ჩაბარების მიუხედავად, ეკონომიკურმა აგენტმა განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა. შესაბამისად, შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსს“ დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

    მსგავსი სტატიები