საზოგადოება
    2026-11-24 | 16:13

    იტალიური ფილმები თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი

    იტალიური ფილმები თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი

    29 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, რომელზეც იტალიური კინოს ოთხი ახალი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.

    ფესტივალის გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე იტალიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფაბიოლა ალბანეზემ იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ კავშირებსა და კინოფესტივალთან მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

    „საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს კინემატოგრაფიულ ღონისძიებასთან ხანგრძლივი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. წელს კინოფესტივალი მაყურებელს „იტალიურ პალიტრას“ შესთავაზებს, რომელიც ოთხ უახლეს იტალიურ კინოსურათს მოიცავს“, – განაცხადა ფაბიოლა ალბანეზემ.

    იტალიურ პროგრამაში ოთხი ფილმია წარმოდგენილი:

    • „მოხდება ამაღამ“ (2026) – ცნობილი იტალიელი რეჟისორის, ნანი მორეტის ნამუშევარი, რომელსაც ცხრა დონატელოს დავითისა და 11 „ვერცხლის ფირის“ ჯილდო აქვს მიღებული. ფილმის სიუჟეტი ისრაელელი მწერლის, ეშკოლ ნევოს მოთხრობებს ეფუძნება და ადამიანურ ურთიერთობებსა და გრძნობების სიღრმეს ეხება. ფილმის პრემიერა ვენეციის 83-ე კინოფესტივალზე შედგა.

    • „ბუენოს-აირესში დაბრუნება“ (2026) – მარკო ბეკისის ფილმი, რომელიც არგენტინის სამხედრო დიქტატურის დროს რეჟიმის მსხვერპლი იტალიელი ექიმის ისტორიას მოგვითხრობს. ის სამხედრო დამნაშავეების სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად არგენტინაში ბრუნდება.

    • „უცხო“ (2026) – პაოლო სტრიპოლის ფილმი, რომელიც 2027 წელს იტალიის სახელით ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე – „ოსკარზე“ იქნება წარდგენილი.

    • „The Echo Chamber“ (2026) – ანდრეა პალაოროს ფილმი, რომელიც ბერნარდო ბერტოლუჩის სიუჟეტის მიხედვით არის გადაღებული.

    იტალიური ფილმების ჩვენებები თბილისის კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება.