პოლიტიკა
    2026-05-27 | 10:52

    მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სალომე ზურაბიშვილს ჯილდო გადასცა 

    მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სალომე ზურაბიშვილს ჯილდო გადასცა 

    მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჯილდო გადასცა. შესაბამის ვიდეომასალას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    უფრო კონკრეტულად, კიშინიოვში პირისპირ შეხვედრისას სანდუმ ზურაბიშვილს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რესპუბლიკის ორდენი გადასცა.

    სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუს ქართველო ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.