დღის კალენდარი - 28 მაისი
წლის 148-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 217 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ღირსისა დავით გარეჯელისა და მოწაფისა მისისა ღირსისა ლუკიანესი (VI-VII); მამადავითობა თბილისში; ღირსისა დამიანესი, მეფე-ყოფილისა დემეტრესი, გარეჯელისა, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელისა (1157); წმიდისა იოანე I-ისა, მთავარეპისკოპოსისა მცხეთისა და სრულიად ივერიისა (IV); ღირსისა პიროს ბრეთელისა (VI)**; ღირსისა პახუმი დიდისა, თებაიდელისა (348); აქილე ლარისელ ეპისკოპოსისა (330).
დაიბადნენ:
1738 — ჟოზეფ გილიოტენი, ფრანგი ექიმი, გილიოტინის გამომგონებელი. გარდაიცვალა 1814 წელს.
1803 — პროსპერ მერიმე, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1870 წელს.
1805 _ სოლომონ დოდაშვილი, ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1836 წელს.
1876 _ იაკობ ნიკოლაძე, მოქანდაკე. გარდაიცვალა 1951 წელს.
1904 — შალვა მშველიძე, კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე. გარდაიცვალა 1985 წელს.
1912 — პატრიკ უაიტი, ავსტრალიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1990 წელს.
1934 — ლია ელიავა, კინომსახიობი. გარდაიცვალა 1998 წელს.
1937 _ გია ჭუბაბრია, კინორეჟისორი.
გარდაიცვალნენ:
1805 — ლუიჯი როდოლფო ბოკერინი, იტალიელი კომპოზიტორი.
1910 — კალმან მიკსატი, უნგრელი მწერალი.
1914 - კოტე მესხი, ქართველი მსახიობი და რეჟისორი.
1972 — ედუარდ VIII, ინგლისის მეფე 1936 წლის 20 იანვრიდან 10 დეკემბრამდე. მან უარი თქვა სამეფო გვირგვინზე, რათა ცოლად შეერთო ამერიკელი უოლის უორფილდ-სიმპსონი. გადადგომის შემდეგ მას ეწოდა პრინცი ედუარდი, ვინძორის ჰერცოგი.
მოვლენები:
1812 _ დაიდო ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება რუსეთსა და ოსმალეთს შორის. რუსეთმა ციხესიმაგრეები ანაპა, ფოთი და ახალქალაქი დაუბრუნა თურქეთს, ხოლო იმერეთი, სამეგრელო, გურია და აფხაზეთი თავის გამგებლობაში დაიტოვა.
1918 — სახელმწიფო დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
1991 — განადგურდა უკანასკნელი საშუალო სიშორის რაკეტის რსდ-10-ის გამშვები დანადგარი.
1995 — სახალინში მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 7,5 ბალი იყო.
2024 - საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ღირსსახსოვარი დღეები:
მესაზღვრის დღე
სომხეთი _ პირველი რესპუბლიკის დღე
დიდი ბრიტანეთი _ გაზაფხულის დღესასწაული
აშშ _ ხსოვნის დღე