ჯონ უოლტერსი ირაკლი კობახიძეს: თქვენ არ ხართ „ქართული ოცნება“ - თქვენ ქართული ოცნებების გამანადგურებელი ხართ
ბატონო კობახიძე - თქვენ არ ხართ „ქართული ოცნება“ - თქვენ ქართული ოცნებების გამანადგურებელი ხართ, - ასე ეხმაურება „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი, ჯონ უოლტერსი გიორგი კანდელაკის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებას.
„ბატონო კობახიძე, „ჰადსონის ინსტიტუტი“ ამ ანგარიშის გამომცემელია. როგორც მისი პრეზიდენტი ამ კვლევისა და დასკვნების უკან ვდგავარ. ფაქტებს ვერ შეცვლიან ხმამაღალი განცხადებები და მუქარები. თქვენ არ ხართ „ქართული ოცნება“ - თქვენ ქართული ოცნებების გამანადგურებელი ხართ“, - წერს ჯონ უოლტერსი X-ზე.
როგორც ცნობილია, გიორგი კანდელაკი ლუკ კოფისთან ერთად საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ „ჰადსონის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორია.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე“ და ამაში „პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა“, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის „ღალატის ფორმულა“.