მსოფლიო
    2026-05-28 | 12:05

    დამოუკიდებლობა დიდი სიკეთეა, დიდი მიღწევაა - ილჰამ ალიევი

    დამოუკიდებლობა დიდი სიკეთეა, დიდი მიღწევაა - ილჰამ ალიევი

    „დამოუკიდებლობა — ეს დიდი სიკეთეა, დიდი მიღწევაა. მაგრამ ნამდვილი დამოუკიდებლობა მაშინ არსებობს, როცა ქვეყანას შეუძლია დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება. სწორედ ასეთ ქვეყნებს შორისაა აზერბაიჯანი.“

    ამის შესახებ შუშის აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის რეგიონში დიდი ქალადარის სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.  

    სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა:

    „დღეს მსოფლიოში დაახლოებით 200 დამოუკიდებელი ქვეყანაა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ თითოეული მათგანი რეალურად დამოუკიდებელია. ჩვენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, რადგან საკუთარ ბედს თავად ვწყვეტთ, ჩვენს პოლიტიკას კი ვატარებთ ისე, რომ არავის ვუყურებთ — ხალხის, სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესების დაცვის საფუძველზე.“

    ცნობისთვის, 1918 წლის 28 მაისს სახელმწიფო დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა.