რეგიონები
    2026-05-29 | 11:38

    ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ კაცის ცხედარი იპოვეს

    ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ კაცის ცხედარი იპოვეს

    ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს.

    ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლის სამძებრო სამუშაოებიც მიმდინარეობდა.

    შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

    ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.