სამართალი
    2026-06-29 | 13:20

    ზვიად კუპრავას 2 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    ზვიად კუპრავას 2 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზვიად კუპრავას, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებოდნენ, 2 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

    აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

    საქმე ეხება ზვიად კურპავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელიც გამოძიებამ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებად ჩათვალა.

    კუპრავა 4 ოქტომბრის აქციებამდე რამდენიმე დღით ადრე, პირველ ოქტომბერს დააკავეს. 

    ცნობისთვის, ზვიად კუპრავას ბრალი სსსკ-ის 317-ე და 353-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.