პოლიტიკა
    2026-10-07 | 15:16

    ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა და ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი

    ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა და ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი

    ამ დღეებში ძალიან აქტიურობს ერთ დროს კარგი მომღერალი და დღემდე ლამაზი ქალბატონი ირმა სოხაძე, რომელიც ამტკიცებს რომ წინა რეჟიმი იყო სრულიად აუტანელი და სხვა არჩევანი არ დაუტოვეს თუ არა ივანიშვილის მხარდაჭერა, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში საქართვლოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

    „ხოდა ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა და ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი. ირმას მეუღლე რეზო ასათიანი, საბჭოთა რეჟიმის დროსაც კარგად იყო მოწყობილი, ფული არ აკლდა. ხოლო 90-იან წლებში ის გახდა კონტროლის პალატის სუპერ-კორუმპირებული თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მოადგილე და მისი მოლარე, რომლის ფუნქცია იყო ბიზნესებიდან და სახელმწიფო უწყებებიდან ყოველთვიური წილის აკრეფა.

    ხოდა ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და ეს სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს. სოხაძე ჩემი ოჯახის წევრის ახლო მეგობარი იყო და ეს ოჯახის წევრი მომიგზავნა. მე კი ძალიან მიყვარდა ჩემი ნათესავი, მაგრამ გამოძიებაში ჩარევა ჩემი მხრიდან გამორიცხული იყო, ვინაიდან ჩემ დროს ნათესაობ-ახლობლობა - ე.ი. ქართული ჯიგრული პონტი საერთოდ არ ჭრიდა, მითუმეტეს იქ სადაც ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს ეხებოდა საქმე.

    მე ვამაყობ იმით, რომ ვარდების რევოლუციამ მოსპო ხალხის ხარჯზე ცხოვრების საშუალება და ეს რომ არ გვექნა ჩვენ არც ბიუჯეტი გვექნებოდა, არც დენი და არც მომავალი.

    ასეთი თავდაჯერებული ანტი-ნაციონალის უკან, როგორც ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა ვეძიოთ პირადი ინტერესი, თორემ ქვეყანა რომ ფეხებზე ჰკიდიათ ეგ ისედაც დღესავით ნათელია. ზოგიერთი ჩვენი კრიტიკოსის ოჯახის წევრი წამლის ბარიგა იყო და შეაწუხეს. ზოგიერთი ჩვენივე დანიშნული თანამდებობის პირი, რომელიც კორუფციაში ვამხილეთ და მოგვიანებით ქოცებთან გადაბარგდა. ზოგი ულტრა-კორუმპირებული ლექტორი, რომელიც მისაღებ გამოცდებზე იღებდა ქრთამებს და არ მოეწონა ეროვნული გამოცდები.

    ძალიან ბევრი დღეს ღიად ნანობს რომ "როდესღაც" ივანიშვილს, ესე იგი ქვეყნის ნგრევას დაუჭირა მხარი, მაგრამ ამბობს აი ეს კატეგორია, რომელიც თავისი ჭკუით მაშინაც მართალი იყო და ახლაც მართალია და მსგავსი მედროვეების ხელში შორს ვერ წავალთ და მათ არ აქვთ უფლება, საზოგადოებას მუდმივად ჭკუა არიგონ. მხოლოდ სუფთა და გაუსვრელი ხალხი წაწევს წინ ქვეყანას და ასეთი ხალხი სულ უფრო პოულობს ერთმანეთს“,- დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

    მსგავსი სტატიები