სოცმედია
    2026-10-08 | 09:38

    ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ "გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს, თავისთავად მრავლისმეტყველი ამბავია! - ირმა სოხაძე

    ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ "გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს, თავისთავად მრავლისმეტყველი ამბავია! - ირმა სოხაძე

    მომღერალი ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში წერს:

    „ამ ტექსტს ვაქვეყნებ მხოლოდ თქვენთვის, საზოგადოებისთვის. და არა სააკაშვილის პასუხად. საჯაროობა მკაფიობას ითხოვს და უბრალოდ მინდა ვითარება განიმარტოს. მის ტექსტში მოტანილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ვარდების რევოლუციის შემდეგ არც ჩემი მეუღლე დაუკავებიათ და არც სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ჩემი ურყევად უარყოფითი მიმართებაა განპირობებული პირადი ან ოჯახური გამოცდილებით. და ის, რომ ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ "გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს, თავისთავად მრავლისმეტყველი ამბავია! ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, ვერც დასკვნები გამოიტანეს. კვლავ ირწმუნებიან, რომ მათ მოწინააღმდეგეებს ყოველთვის "პირადი ინტერესი" ამოძრავებთ! და კიდევ აქეთ გვამუნათებენ, როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ!

    რთულ დროში ვცხოვრობთ და ახლა სხვა რეალობასთან გვიწევს ბრძოლა. მე ამ ახალი რეალობის მიუღებლობამ პირადი თუ კარიერული ინტერესების დათმობისკენაც მიბიძგა - ექსპრეზიდენტი ამას ვერ გაიგებს, მაგრამ ბევრი ჩვენგანისთვის ღირებულებები უმნიშვნელოვანესია.

    მჯერა, ისტორია ყველაფერს სწორ სახელს დაარქმევს.

    მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის - ამით ეს თემა ჩემი მხრიდან დახურულია.“

    მსჯავრდებულმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი მომღერალი ირმა სოხაძე გააკრიტიკა და დაწერა: “ირმა სოხაძე ამტკიცებს, წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს, ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელი.”