საზოგადოება
    2026-07-03 | 05:32

    დღის კალენდარი - 3 ივლისი

    დღის კალენდარი - 3 ივლისი

    წლის 184-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 181 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    მღვდელმოწამისა მეთოდიოსისა, პატარელი ეპისკოპოსისა (312); მოწამეთა: ინნასი, პინნასი და რიმმასი (I-II); მოწამეთა: არისტოკლე ხუცისა, დიმიტრი დიაკონისა და ათანასე წიგნისმკითხველისა (დაახ. 306); ლევკიოს აღმსარებელისა, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსისა (V).

    დაიბადნენ:

    1531 _ ალონსო კოელიო, ცნობილი ესპანელი ფერმწერი, ფილიპე II-ის კარის მხატვარი, ესპანელი ეროვნული პორტრეტული სკოლის ფუძემდებელი.

    1738 _ ჯონ კოპლი, ამერიკელი ფერმწერი. გარდაიცვალა 1806 წელს.

    1815 _ პაველ ფედოტოვი, რუსი მხატვარი. გარდაიცვალა 1852 წელს.

    1848 _ რობერტ პლანკეტი, ფრანგი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1903 წელს.

    1883 _ ფრანც კაფკა, ავსტრიელი მწერალი. გარდაიცვალა 1924 წელს.

    1929 _ იური ზიცარი, ბასკოლოგ-ქართველოლოგი.

    1935 _ ჰარისონ შმიტი, ამერიკელი `მთვარის~ ასტრონავტი.

    1962 _ ტომ კრუზი, ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი.

    გარდაიცვალნენ:

    1833 _ ჟოზეფ ნიეპსი, ფოტოგრაფიის ერთ-ერთი გამომგონებელი.

    1904 _ თეოდორ ჰერცლი, ავსტრიელი ებრაელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, პოლიტიკური სიონიზმის დამაარსებელი.

    მოვლენები:

    1608 წელი _ დაარსდა კანადის ქალაქი კვებეკი.

    1908 წელი _ დაიწყო ახალგაზრდა თურქების რევოლუცია.

    1928 წელი _ ამერიკაში დაიწყეს პირველი ტელევიზორების გაყიდვა, რომლის ფასიც 75 დოლარი იყო.

    1973 წელი _ ჰელსინკში მუშაობა დაიწყო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭომ.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    ალჟირი _ დამოუკიდებლობის დღე

    ვირჯინიის კუნძულები _ ემანსიპაციის დღე

    ბელორუსი _ დამოუკიდებლობის დღე

    ალტაის რესპუბლიკა _ შექმნის დღე