პოლიტიკა
    2026-07-22 | 15:28

    რუსი ოლიგარქი საქართველოში არა მხოლოდ ავტორიტარიზმის, არამედ სრულფასოვანი დიქტატურის დამყარების გზაზეა - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

    რუსი ოლიგარქი საქართველოში არა მხოლოდ ავტორიტარიზმის, არამედ სრულფასოვანი დიქტატურის დამყარების გზაზეა - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

    ივანიშვილის მსახური ე.წ. მოსამართლის მიერ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის “ფეისბუქ-პოსტის” გამო დაკისრებული საპატიმრო სასჯელი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსი ოლიგარქი საქართველოში არა მხოლოდ ავტორიტარიზმის, არამედ სრულფასოვანი დიქტატურის დამყარების გზაზეა, - ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჟურნალისტ ვახო სანაიას დაპატიმრებას.

    “ივანიშვილს ყველაზე მეტად თავისუფალი სიტყვის, კრიტიკული აზრისა და გამბედავი ადამიანების ეშინია. სწორედ ამიტომ ცდილობს სასამართლოს გამოყენებით დააშინოს ყველა, ვინც სიმართლეს ამბობს და რეჟიმს აკრიტიკებს. ვახო სანაია ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული ჟურნალისტია - ის არასდროს ერიდებოდა და ერიდება სიმართლის დაცვას და უმაღლესი პროფესიონალიზმით რეჟიმთან დაპირისპირებას, რაც არსებულ ვითარებაში განსაკუთრებულ გამბედაობას მოითხოვს.

    მსგავს გადაწყვეტილებებს ძლიერი ხელისუფლებები არ იღებენ - დღევანდელი ნაბიჯი რეჟიმის სისუსტისა და შიშის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა. რაც უფრო მეტად ცდილობს ივანიშვილი საზოგადოების გაჩუმებას, მით უფრო აშკარა ხდება, რომ მას საკუთარი მოქალაქეების თავისუფალი აზრის ეშინია.

    სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა პატრიოტს!” - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

    ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

    ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

    მსგავსი სტატიები