დღის კალენდარი - 30 ივლისი
წლის 211-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 154 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება დიდმოწამე მარინესი (IV); აღმოყვანება ნაწილთა ღირსი ლაზარე გალისიელისა.
წმიდა დიდმოწამე მარინე დაიბადა მცირე აზიაში, ქალაქ ანტიოქიაში, ქურუმის ოჯახში. მარინეს დედა ადრე გარდაეცვალა და მამამ იგი ძიძას მიაბარა, რომელმაც მართლმადიდებლად გაზარდა ქალწული.
დიოკლეტიანეს დროს დაწყებულ ქრისტიანთა დევნისას 15 წლის მარინე შეიპყრეს. მმართველმა მას შესთავაზა, უარი ეთქვა ქრისტიანობაზე და ცოლად გაჰყოლოდა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. ამის გამო იგი სასტიკად აწამეს და დილეგში ჩააგდეს, სადაც ზეციური გამოცხადება მიიღო და განიკურნა.
განრისხებულმა მმართველმა ბრძანა ყველა ქრისტიანი სასტიკად ეწამებინათ. იმ დროს დაიღუპა 15 000 ქრისტიანი, ხოლო წმიდა მარინეს თავი მოჰკვეთეს.
წმიდანის ხელი ათონის მთაზე, ვატოპედის მონასტერში წაიღეს.
დაიბადნენ:
1511 _ ჯორჯო ვაზარი, იტალიელი არქიტექტორი და ხელოვნების ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1574 წელს.
1818 _ ემილი ბრონტე, ინგლისელი მწერალი ქალი. გარდაიცვალა 1886 წელს.
1889 _ ანდრია რაზმაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მათემატიკოსი, პროფესორი. გარდაიცვალა 1929 წელს.
1890 _ ვიქტორ დოლიძე, კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1933 წელს.
1929 _ გივი სანაძე, ფიზიოლოგი და ბიოფიზიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1929 _ ალექსანდრე გვახარია, აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. გარდაიცვალა 2002 წელს.
გარდაიცვალნენ:
1771 _ ტომას გრეი, ინგლისელი პოეტი, ელეგიების საუკეთესო ოსტატი.
1856 _ მიხეილ ბარათაშვილი, ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი.
1913 _ ჯონ მილნი, ინგლისელი სეისმოლოგ-გეოლოგი. 1880 წელს შექმნა პირველი სეისმოგრაფი.
1978 _ უმბერტო ნობილე, იტალიური დირიჟაბლების კონსტრუქტორი.
2007 - ინგმარ ბერგმანი , შვედი კინორეჟისორი
2007 - მიქელანჯელო ანტონიონი , იტალიელი კინორეჟისორი
მოვლენები:
1626 წელი – ნეაპოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის დროსაც 10.000 ადამიანი დაიღუპა.
1792 წელი – პირველად შესრულდა „მარსელიეზა“.
1932 წელი – ლოს-ანჟელესში X ოლიმპიული თამაშები გაიხსნა.
1942 წელი – ამერიკული წყალქვეშა ნავი „გრუნიონი“ უკვალოდ დაიკარგა.
1948 წელი – ლივერპულის ნავსადგურში მსოფლიოში პირველი რადიოლოკაციური სადგური გაიხსნა.
1991 წელი – კრემლში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში.
1999 წელი – ფიდეს ეგიდით ლას-ვეგასში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში.
ღირსსახსოვარი დღე:
ვანუატუ — დამოუკიდებლობის დღე.