საზოგადოება
    2026-07-31 | 09:09

    ანონსი - 31 ივლისი

    ანონსი - 31 ივლისი

    11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

    თემა: „ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2026 წლის ივნისი“.

    მის: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

    11:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი მედიასთან კითხვა პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებზე კომენტარს გააკეთებს.

    მის: ვაჟა ფშაველას 45, „ფორმულას“ შენობა სართული - 3

    საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; ანუკა გაბელია - 551 633 644

    13:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული გდდ-ს ყოფილი თანამშრომლების სასამართლო პროცესი გაიმართება.

    13:00 საათზე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში ახალ ბრალს წარუდგენენ.

    14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

    17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართება.