პოლიტიკა
    2026-07-31 | 14:00

    თუ მიშა იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს - ნანუკა ჟორჟოლიანი

    თუ მიშა იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს - ნანუკა ჟორჟოლიანი

    ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე ფიქრობს და ამისთვის საკუთარი პირობები აქვს, რომელთა შორის მთავარია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმების მკაფიოდ განსაზღვრა.

    ამის შესახებ ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

    მისი თქმით, სააკაშვილმა უნდა დააფიქსიროს, რომ მისი მთავარი პოლიტიკური ველი საქართველოა და ღიად განაცხადოს, აპირებს თუ არა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას.

    ჟორჟოლიანის შეფასებით, სააკაშვილის ბოლო სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლის ხედვა აქვს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია.

    მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან პირადი საუბრებიდან მიღებული შთაბეჭდილებით, სააკაშვილის მხრიდან მკაფიო პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირება პოლიტიკურ პროცესს უფრო გასაგებსა და პროგნოზირებადს გახდის.

    „მე მიშასგან უკვე მივიღე ცხადი სიგნალი, რომ ის ემზადება. თუ მიშა იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

    მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაძლიერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტიაში ლიდერობის საკითხზე სრული სიცხადე იქნება და პარტიის ლიდერად მიხეილ სააკაშვილი მკაფიოდ წარმოჩინდება.

    ჟორჟოლიანის თქმით, მნიშვნელოვანია, სააკაშვილი საზოგადოებამ დაინახოს როგორც ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარი პარტიისა და ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლისთვის იბრძვის.

    „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, პარტია ეფექტური გახდეს, გააძლიეროს საკუთარი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი და ამით ნებისმიერი პოლიტიკური ალიანსისთვის სანდო და მისაღები პარტნიორი იყოს“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

    მსგავსი სტატიები