საზოგადოება
    2026-08-03 | 09:23

    დღის კალენდარი - 3 აგვისტო

    დღის კალენდარი - 3 აგვისტო

    წლის 215-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 150 დღე.

     საეკლესიო კალენდარი

    ხსენება წინასწარმეტყველ ეზეკიელისა; ღირს მამათა სვიმეონ ქრისტესათვის სალოსისა და მისი თანამმარხველი იოანესი.

    წმიდა წინასწარმეტყველი ეზეკიელი ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში ცხოვრობდა. იგი დაიბადა სირირში. იერუსალიმში ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის შემოსევის შემდეგ ტყვედ აიყვანეს.

    ტყვეობაში წინასწარმეტყველი მდინარე ქობარის ნაპირებზე ცხოვრობდა. მან იხილა გაბრწყინებული ღრუბელი, რომელშიც ზებუნებრივი ძალით მოძრავი ეტლი და ოთხი ცხოველი მოჩანდა. ამ გამოცხადებისას წმიდანი შიშისგან მიწაზე დაეცა, მაგრამ ღმერთის ხმამ უბრძანა ადექიო და აუწყა, ისრაელის ხალხთან გაგზავნი საქადაგებლადო. იმ დღიდან დაიწყო იეზეკიელის წინასწარმეტყველური მოღვაწეობა. წმიდანმა გამოუცხადა ბაბილონში მყოფ ტყვე ხალხს, თუ რა ტანჯვა ელოდა მას ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფისათვის. იგი უწინასწარმეტყველებდა მათ უკეთესი დროის დადგომას, ბაბილონის ტყვეობიდან განათავისუფლებასა და უერუსალიმის ტაძრის აღდგენას.

    წმიდა წინასწარმეტყველ იეზეკიელს სასწაულმოქმედების ნიჭიც ერგო. მან მოსეს მსგავსად, ლოცვით განყო ქობარის წყალი, ებრაელები გაღმა გაიყვანა და ქალდეველთა მახვილისაგან იხსნა.

    შიმშილობისას მისი ლოცვით ღმერთმა ხალხს პური მოუმრავლა.

    ერთ-ერთი ებრაელი მთავრის წარმართობის მხილებისას წმიდანი სიკვდილით დასაჯეს.

    დაიბადნენ:

    1801 _ ჯოზეფ პეკსტონი, ინგლისელი არქიტექტორი, რომელმაც ლონდონში ააგო `ბროლის სასახლე”. გარდაიცვალა 1865 წელს.

    1935 _ გიორგი შონინი, რუსი  კოსმონავტი, მფრინავი. 1969 წლის ოქტომბერში

    ვ. კუბასოვთან ერთად გაფრინდა კოსმოსში  ხომალდ „სოიუზ 6“-ით.

    1932 _ თენგიზ არჩვაძე, საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

    1930 _ თენგიზ მაისურაძე,  მსახიობი. გარდაიცვალა 2003 წელს.

    გარდაიცვალნენ:

    1784 _ ჯოვანი ბატისტა მარტინი, იტალიელი მუსიკოსი, კომპოზიტორი. ავტორია პირველი „მუსიკის ისტორიისა“.

    1779 _ ჰენრი კობელი, ჰოლანდიელი მხატვარი.

    1924 _ ჯოზეფ ჰონრადი, ინგლისელი მწერალი.

    1948 _ ალბერტ ჰოლარდი, ინგლისელი ისტორიკოსი.

    1965 - იოსებ გრიშაშვილი — ქართველი პოეტი (დ. 1889)

    მოვლენები:

    456 წელი _ კონსტანტინეპოლის სამეფო კარს ეგრისის დამოუკიდებლობისთვის აუჯანყდა გუბაზ მეფე.

    1492 წელი _ ქრისტეფორე კოლუმბი 90 კაცისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად სამი გემით („სანტა-მარია“, „პინტა“, „ნინია“) გავიდა ესპანეთის ნავსადგურ პალოსიდან  და გადალახა ატლანტის  ოკეანე.

    1492 წელი _ ესპანეთიდან განდევნეს ებრაელები.

    1596 წელი _ გერმანელმა ასტრონომმა დავიდ ფაბლიციუსმა  აღმოაჩინა პირველი ცვალებადი ვარსკვლავი „ვეშაპისა“.

    1678 წელი _ რობერტ ლასალემ ამერიკაში პირველი ხომალდი ააგო.

    1778 წელი _ იტალიაში, ქალაქ მილანში ოპერა „ლა-სკალა“ გაიხსნა.

    1795 წელი _ დაარსდა პარიზის კონსერვატორია.

    1849 წელი _ აღმოაჩინეს იაპონიის და ოხოტის ზღვების დამაკავშირებელი სრუტე.

    1914წელი _ პირველმა ხომალდმა პანამის არხში გაიარა.

    1923 წელი _ ამერიკის ოცდამეათე პრეზიდენტი გახდა ჰერბერტ კლარკ ჰუვერი.

    1943 წელი _ დაიწყო პარტიზანული „რელსების ომი“.

    1949 წელი _ აშშ-ში საერთაშორისო კალათბურთის ასოციაცია „NBA“ დაარსდა.

    1957 წელი _ გაუშვეს პირველი საბჭოთა საკონტინენტთაშორისო რაკეტა P-7 ს. კოროლიოვის ხელმძღვანელობით.

    1960 წელი _ ნიგერია საფრანგეთისაგან დამოუკიდებელი გახდა.

    1988 წელი _ გაათავისუფლეს მატიას რუსტინი, რომელმაც თავისი შვეულმფრენი წითელ მოედანზე დასვა.

    2023 წელი -  კურორტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა გლაციალური ღვარცოფი, რასაც 31 ადამიანი ემსხვერპლა.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    იამაიკა – დამოუკიდებლობის დღე.

    ეკვატორული გვინეა _ არმიის დღე.

    ნიგერია _ დამოუკიდებლობის დღე.

    არიზონა‚ მიჩიგანი _ ამერიკული ოჯახის დღე.

    ბაჰამის კუნძულები‚ თურქეთი _  ემანსიპაციის დღე.

    კოლორადო – კოლორადოს დღე.