პოლიტიკა
    2026-08-07 | 13:46

    ცინიკურია, რომ 2008 წლის ომის წლისთავზე, „ოცნების“ წარმომადგენლები ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ საკუთარ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. „რუსოფობიის“ გამო სწუხან - პარტია „გახარია საქართველოსთვის“  

    ცინიკურია, რომ 2008 წლის ომის წლისთავზე, „ოცნების“ წარმომადგენლები ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ საკუთარ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. „რუსოფობიის“ გამო სწუხან - პარტია „გახარია საქართველოსთვის“  

    პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება.

    „18 წლის წინ რუსეთი ღიად შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. აგრესორისგან სამშობლოს დაცვისას ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ და პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.

    სამწუხაროდ, აგრესია დღესაც გრძელდება - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული რჩება, ხოლო მოსკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ანექსიის პროცესი დააჩქარა.

    ამ საგანგაშო მოვლენების ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლებამ, საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება არჩია, ხოლო მიმდინარე ანექსიის პროცესებს დანაშაულებრივი დუმილით პასუხობს.

    ცინიკურია, რომ 2008 წლის ომის წლისთავზე, „ოცნების“ წარმომადგენლები ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ საკუთარ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. „რუსოფობიის“ გამო სწუხან.

    მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და დაგმოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ანექსიის პროცესები.

    დღეს ეს მხარდაჭერა მით უფრო მნიშვნელოვანია „ოცნების“ კოლაბორაციონისტული პოლიტიკის ფონზე.

    დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! , - აღნიშნულია განცხადებაში.

    მსგავსი სტატიები