კომენტარი
    2026-08-07 | 18:30

    ველოდები ანალოგიურ საქმეებს იმათზე, ვინც ამტკიცებს რომ საქართველომ დაიწყო “სამხრეთ ოსეთში” ომი და “მძინარე ცხინვალი დაბომბა" -  გია ხუხაშვილი

    ველოდები ანალოგიურ საქმეებს იმათზე, ვინც ამტკიცებს რომ საქართველომ დაიწყო “სამხრეთ ოსეთში” ომი და “მძინარე ცხინვალი დაბომბა" -  გია ხუხაშვილი

    ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ "მაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძსი განცახდებასთან დაკავშირებით სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყებას ეხმიანება. 

    "ბარამიძის სისულელეზე საქმე რომ აღიძრა, გავიგე.

    ველოდები ანალოგიურ საქმეებს იმათზე, ვინც ამტკიცებს რომ საქართველომ დაიწყო “სამხრეთ ოსეთში” ომი და “მძინარე ცხინვალი დაბომბა", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში. 

    ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

    როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

    „გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

    საგამოძიებო ორგანოში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

    მსგავსი სტატიები