საზოგადოება
    2026-08-13 | 16:00

    13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

    13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

    13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

    მათივე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო). დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.