პოლიტიკა
    2026-08-13 | 16:06

    ცხადზე ცხადია და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს: ეს არის ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა - დავით მათიკაშვილი

    ცხადზე ცხადია და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს: ეს არის ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა - დავით მათიკაშვილი

    ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ, თუკი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, გარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

    „ეს არის იმ სამარცხვინო კამპანიის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ სამშვიდობო, შემრიგებლური პოლიტიკისთვის პრობლემების შექმნას, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებით აქვს ჩვენს ხელისუფლებას, იგივე აფხაზეთთან დაკავშირებით. ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ, თუკი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, იქ გარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. საერთოდ რაზეა საუბარი, სადღაც 3-4 ტონა ბენზინზე და სპეკულაციურად, უსირცხვილოდ საუბრობენ, თითქოს ამით რუსული სამხედრო მანქანა მარაგდება. იმდენად არაადეკვატურია ეს გამონათქვამი, თვითონ თუ სჯერათ, არ ვიცი. ცხადზე ცხადია და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს: ეს არის ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

    ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. 12 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ საწვავი ხელისუფლებას არ შეუტანია და ის ბიზნესმა, კანონის დაცვით, შეიტანა.

    მსგავსი სტატიები